ჩვენს შესახებ

“ლიმერენსი“ მარადიული სიყვარულის ძიებაში შეიქმნა და სწორედ ამ გრძნობით შთაგონებულები ვამზადებთ თითოეულ ნაკეთობას. ჩვენ დროს ემოციებით ვზომავთ და არა – წუთებით, ამიტომ ჩვენი ნებისმიერი ნაკეთობა დასრულებულ სახეს მხოლოდ მაშინ იღებს, როდესაც რაიმე რეალური ამბის განუყოფელი ნაწილი ხდება.

“ლიმერენსი” ყველა იმ ადამიანისთვისაა, ვისაც გამორჩეული მომენტის, ამბის ან მოგონების უკვდავყოფა სურს, რადგან ბუნებრივი, გულწრფელი ემოცია სამკაულს კიდევ უფრო ძვირფასს ხდის.